Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კეტრინ ეშტონი მოჰამედ მორსის განთავისუფლებას ითხოვს


ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი კეტრინ ეშტონი წუხს, რომ ვერ შეხვდა ეგვიპტის დამხობილ პრეზიდენტ მუჰამედ მურსის. ეგვიპტეში ვიზიტის დროს ეშტონმა მოუწოდა ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მურსი საპყრობილიდან, სადაც იგი არმიის მიერ მისი დამხობის შემდეგ იმყოფება. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი 16 ივლისს ჩავიდა ეგვიპტეში, სადაც ახალმა, გარდამავალმა მთავრობამ, დროებითი პრეზიდენტის წინაშე ფიცი დადო. პირველი ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი, გახდა შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, აბდელ-ფათახ ალ-სისი. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ნაბილ ფაჰმი, 1999-2008 წლებში ეგვიპტის ელჩი აშშ-ში. 3 ივლისს ჩამოგდებული პრეზიდენტის, მოჰამედ მურსის მომხრეები თვლიან, რომ ახალი მთავრობა არაკანონიერია.
XS
SM
MD
LG