Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილი: „ავლაბრის რეზიდენცია საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მთავრობამ და მისმა მეთაურმა უნდა დაიკავოს“


პრეზიდენტის აზრით, ავლაბრის რეზიდენცია საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მთავრობამ და მისმა მეთაურმა უნდა დაიკავოს, ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ”რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაცილებით დიდი ფუნქცია ეკისრება მთავრობას და პრემიერ-მინისტრს, შესაბამისად, უმჯობესი იქნება, თუკი ავლაბრის რეზიდენციას ისინი გამოიყენებენ. საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი სასახლიდან მხოლოდ საჩუქრად მიღებული ორდენებისა და დიპლომების წაღებას გეგმავს, საჩუქრად მიღებულ ოქროსა და ვერცხლის ნივთებს კი ტოვებს, რადგან მიაჩნია, რომ პრეზიდენტისთვის ნაჩუქარი ნივთები სახელმწიფოს ეკუთვნის.
XS
SM
MD
LG