Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი ყვარელში საპრეზიდენტო პოლიტიკური ცენტრის შექმნას გეგმავს


მიხეილ სააკაშვილის თქმით, ყვარელში საპრეზიდენტო პოლიტიკური ცენტრის შექმნას გეგმავს. ის ყვარელში, საკუთარ სახლში საკონფერენციო დარბაზს აკეთებს, სადაც საპრეზიდენტო პოლიტიკური ცენტრი განთავსდება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ”რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად ამ გეგმებისა, აქტიურ პოლიტიკაში რჩება. „მინდა პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის გაკეთება, საპრეზიდენტო პოლიტიკური ცენტრის შექმნაც, მაგრამ არა ფორმალურად, არამედ ყოველდღე ვატარო სტუდენტები, ველაპარაკო გარდა ყოველდღიური პოლიტიკისა, გრძელვადიან განვითარებაზეც", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
XS
SM
MD
LG