Accessibility links

logo-print

ჟურნალ „როლინგ სტოუნის“ რედაქცია ცარნაევთან დაკავშირებულ სკანდალზე წერილს აქვეყნებს


ამერიკული ჟურნალი „როლინგ სტოუნი“ რედაქტორების მიმართვას აქვეყნებს, რომელიც ჟურნალის გარშემო ატეხილ სკანდალს უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ ინტერნეტის მომხმარებელთა რისხვა დაატყდა თავს ჟურნალ „როლინგ სტოუნის“ მიერ პირველ გვერდზე ჯოხარ ცარნაევის, ბოსტონის მარათონის დროს მომხდარი აფეთქების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორის ფოტოს გამოქვეყნებას. ათასობით ადმიანმა სოციალურ ქსელებში „უგემოვნო“ და „ამაზრზენი“ უწოდა ჟურნალის პუბლიკაციას. ჟურნალის რედაქტორები მიმართვაში აღნიშნავენ სტატიის მაღალ ხარისხსა და მნიშვნლეობას, თუმცა არაფერს ამბობენ იმის შესახებ, თუ რატომ მიიღო რედაქციამ გადაწყვეტილება განეთავსებინა ჟურნალის პირველ გვერდზე ცარნაევის ფოტო. ჟურნალის რედაქტორები წერებ, რომ მათი გულები იმ გარდაცვლილებთან და მათი ოჯახის წევრებთან არის, რომლებიც ბოსტონში აფეთქების დროს დაიღუპნენ, თუმცა, როგორც რედაქტორები მიუთითებენ, „ჟურნალის ტრადიციებში დევს გააშუქოს და გამოეხმაუროს თანამედროვეობის ყველაზე სერიოზულ პოლიტიკურ და კულტურულ მოვლენებს“. გარდა ამისა, მათი თქმით, ცარნაევი სწორედ იმ ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც ჟურნალ „როლინგ სტოუნს“ კითხულობს. როგორც ჟურნალის რედაქტორი ჯენეტ რაიტმანი რამდენიმე ხნის წინ აცხადებდა, რედაქცია ცარნაევის შესახებ მასალას ორი თვის განმავლობაშ ამზადებდა. ისინი ესაუბრებოდნენ მის ნაცნობებს და აგროვებდნენ მის შესახებ ინფორმაციას. სტატიაში საუბარია იმაზე, თუ „როგორ იქცა პერსპექტიული სტუდენტი ურჩხულად“.
XS
SM
MD
LG