Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო საჯარო მოხელეების შემცირების თაობაზე კანონი


საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო კანონი სახელმწიფო სექტორის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ათასი საჯარო მოხელის სამსახურიდან დათხოვნას საერთაშორისო ფინანსური დახმარების მიღების სანაცვლოდ. კანონს მხარი 153-მა დეპუტატმა დაუჭირა. მის წინააღმდეგ კი 140 პარლამენტარი გამოვიდა. კენჭისყრის წინა დღეს, ათენში, პარლამენტის შენობასთან ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი კანონის მიღებას აპროტესტებდნენ. საბერძნეთის მთავრობა მზად არის დაითხოვოს სამსახურიდან ათასობით საჯარო მოხელე, რათა ამის სანაცვლოდ ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან სესხის სახით 6,8 მილიარდი ევრო მიიღოს.
XS
SM
MD
LG