Accessibility links

ჩილეს პრეზიდენტობის კანდიდატი წინასაარჩევნო მარათონს დეპრესიის გამო გამოეთიშა


ჩილეს პრეზიდენტობის კანდიდატი პაბლო ლონგეირა წინასაარჩევნო მარათონს გამოეთიშა. როგორც მისმა შვილმა განუმარტა ჟურნალისტებს, ამის მიზეზი პაბლო ლონგეირას დეპრესიაა, რომელიც მას ბოლო რამდენიმე კვირაა აწუხებს. კონსერვატორი ლონგეირა სოციალ-დემოკრატ მიშელ ბაჩელოტის მთავარ ოპონენტად მოიაზრებოდა. პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ბოლო დრომდე ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა. ბაჩელოტიმ, რომელიც ერთხელ უკვე იყო ჩილეს პრეზიდენტი 2006-2010 წლებში, რამდენიმე ხნის წინ ჩატარებული პრაიმერის შედეგების მიხედვით, დიდი უპირატესობით ჩამოიტოვა თავისი კონკურენტები ოპოზიციური მემარცხენე კოალიცია „ახალი უმრავლესობიდან“. ჩილეს ამჟამინდელი პრეზიდენტის სებასტიან პინიერის პრეზიდენტობის ვადა 2014 წელს იწურება. ჩილეს კანონმდებლობით, პრეზიდენტის მეორე ვადით არჩევა აღარ ხდება.
XS
SM
MD
LG