Accessibility links

logo-print

რუსეთში ნავალნის მოხრეთა საპროტესტო აქციეზე ათეულობით პირი დააკავეს


რუსეთის პოლიციამ და შინაგან საქმეთა ნაწილებმა ათეულობით პირი დააკავეს საპროტესტო აქციებზე, რომლებიც გაიმართა რუსეთის სხვადასხვა ქალაქში, ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნისთვის დღეს გამოცხადებულიი განაჩენის გამო. ანტიკორუფციონელ ბლოგერსა და ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ალექსეი ნავალნის სასამართლომ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი სასამართლოს დარბაზშივე აიყვანეს პატიმრობაში. სასამართლოს ვერდიქტით ნავალნი 5 წელიწადს საერთო რეჟიმის კოლონიაში დაჰყოფს. მასთან ერთად მსჯავრდებული პიოტრ ოფიცეროვი კი ოთხწლიან სასჯელს კოლონიაში მოიხდის. კიროვის სასამართლოს მოსამართლე სერგეი ბლინოვმა ნავალნი დამნაშავედ სცნო "სხვისი ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით მითვისებას და გაფლანგვაში." გამოსვლები მოეწყო მოსკოვის გარდა, სხვა ქალაქებში, მათ შორის პეტერბურგშიც, სადაც 30 ოპოზიციონერი აქტივისტი დააკავეს. კიროვის პროკურატურამ სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ, აეყვანათ ნავალნი და ოფიცეროვი სასამართლოს დარბაზში პატიმრობაში დღეს გამოტანილი განაჩენის კანონიერად ძალაში შესვლამდე. როგორც რუსეთის გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს რუსეთის საინფორმაციო სააგენტოს, „იტარ-ტასს“, შეიძლებობა დაეტოვებინათ ადრინდელი გადაწყვეტილება, ქალაქიდან გასვლის აკრძალვა. პროკურატურის პროტესტს სასამართლო პარასკევს განიხილავს.
XS
SM
MD
LG