Accessibility links

logo-print

მსოფლიოში აკრიტიკებენ ნავალნის სასამართლო პროცესს


ალექსეი ნავალნისთვის გამოტანილ განაჩენს, ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას, გამოეხმაურნენ და ის უარყოფითად შეაფასეს რუსეთის ცნობილმა ადამიანებმა, ყოფილმა საბჭოთა ლიდერმა, მიხაილ გორბაჩოვმა, ასევე რუსეთის ყოფილმა ფინასთა მინისტრმა, ალექსეი კუდრინმა. გორბაჩოვმა დაგმო სასამართლოს პოლიტიკური მიზნებით გამოყენება. კუდრინმა, რომელიც ვლადიმირ პუტინის მეგობრად მიიჩნევა, სოციალური ქსელის გზით განაცხადა, რომ ნავალნის პროცესი შერჩევითი მართლმსაჯულების ნიმუშია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ნავალნის პროცესს უწოდა სასამართლოს ბოროტად გამოყენება, რაც აშკარად პოლიტიკურად იყო მოტივირებული. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ლიდერმა, კეტრინ ეშტონმა განაცხადა, რომ შედეგმა და პროცესის მიმდინარების დროს დაშვებულმა შეცდომებმა, "სერიოზული შეკითხვები წარმოშვა რუსეთში სამართლებრივი სახელმწიფოს მდგომარეობის თაობაზე".
XS
SM
MD
LG