Accessibility links

აშშ-ის დაზვერვის უწყების მილანის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი დააპატიმრეს


პანამაში დააპატიმრეს აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს, მილანის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი, რობერტ სელდონ ლეიდი. წელს მას იტალიის სასამართლომ ცხრა წლით პატიმრობა მიუსაჯა დაუსწრებლად. ის დამნაშავედ სცნეს იმაში, რომ 2003 წელს, იტალიაში, ქუჩაში გაიტაცა ეგვიპტელი მოქალაქე, რომელზეც ეჭვი ჰქონდათ, რომ ტერორისტებთან იყო კავშირში. გატაცებულმა ოსმან ნასრმა განაცხადა, რომ თვითმფრინავით ჩაიყვანეს ეგვიპტეში, სადაც დაკითხეს და აწამეს, შემდეგ კი, გაუშვეს. სულ იტალიაში ამავე მიზეზით, ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების მესამე ქვეყანაში გადაყვანაში მონაწილეობისთვის, 26 პირი, დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს თანამშრომლები და ამერიკის სახელმწიფო მოხელეები გაასამართლეს. სელდონ ლეიდის დაპატიმრების თაობაზე, ამერიკის დაზვერვას კომენტარი არ გაუკეთებია.
XS
SM
MD
LG