Accessibility links

ეგვიპტის „მუსლიმთა საძმო“ საპროტესტო გამოსვლებს აწყობს


ეგვიპტის "მუსლიმთა საძმო“ პარასკევისთვის კაიროში გეგმავდა საპროტესტო გამოსვლებს, რომელთა დროსაც მოითხოვენ მათი ჩამოგდებული ლიდერის, პრეზიდენტ მუჰამად მურსის თანამდებობაზე აღდგენას. დაგეგმილი გამოსვლების წინ, ეგვიაპტის დროებითმა ლიდერმა, ადლი მანსურმა განაცხადა, რომ ეგვიპტე თავისი ისტორიის „გადამწყვეტ პერიოდშია“ და ბრალად დასდო, ზოგიერთ პირებს, რომ ცდილობენ ეგვიპტში ქაოსის შექმნას. ამ თავის პირველ მიმართვაში ფიცის დადებიდან, 4 ივლისის შემდეგ, მანსურმა თქვა, რომ მისი მთავრობის ვალია, აღადგინოს უსაფრთხოება და სტაბილურობა და მას ვერ დააშინებენ. მურსი, ეგვიპტის პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტია, რომელიც ორი კვირის წინ სამხედროებმა ჩამოადგეს გამოსვლების შემდეგ. დროებითი მთავრობა გეგმავს ვადამდელი არჩევნების გამართვას.
XS
SM
MD
LG