Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ყოფილა დირექტორმა ჩინეთის კომპანიას ჯაშუშობაში დასდო ბრალი


ჩინეთის მსხვილ სატელეკომუნიკაციო კომპანიას აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ყოფილმა დირექტორმა, მაიკლდ ჰაიდენმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისთვის ჯაშუშობაში დასდო ბრალი. გაზეთ „აუსტრალიან ფაინენშელ რევიუს“ პარასკევის ნომერში ჰაიდენი აცხადებს, რომ ფირმა „ჰიუავეი“ აშშ-ის და ავსტრალიის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მისი თქმით, „ჰიუავეი“, სულ მცირე პეკინს უზიარებდა შიდა ინფორმაციას უცხოეთის სატელეკომუნიკაციო სისტემების გარშემო. ჰაიდენის ბრალდება კომპანიამ უარყო.
XS
SM
MD
LG