Accessibility links

დღეს ვარშავაში გაიმართა ბიძინა ივანიშვილისა და დონალდ ტუსკის შეხვედრა


დღეს ვარშავაში გაიმართა საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა დონალდ ტუსკს მადლობა გადაუხადა პოლონეთის მიერ საქართველოს ევროინტეგრაციის კურსისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობისთვის. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ შეხვედრისას საქართველოსა და პოლოენთის მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ბიძინა ივანიშვილმა დონალდ ტუსკი საქართველოში მიიწვია და იმედი გამოთქვა, რომ ვიზიტი უახლოეს ხანში შედგება. თავის მხრივ, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთი აფასებს საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და მიუხედავად პოლიტიკური ცვლილებებისა, ორი ქვეყნის მეგობრობა უკვე მუდმივი პოლიტიკაა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ საქართველოში დაწყებული დემოკრატიული რეფორმები გაგრძელდება. ”რაც შეეხება შიდა პოლიტიკური ცხოვრების ასპექტებს, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ გულწრფელად ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხზე და ჩემთვის ყველაფერი ცხადი გახდა. დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილი იქნება გარანტი ევროპული სტანდარტების დაცვისა და ევროპა საქართველოსგან მიიღებს იმ შედეგს, რომელსაც ელოდება”, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
XS
SM
MD
LG