Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეკინის საერთაშორისო აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა


ჩინეთის ოფიციალური მედიის ცნობით, პეკინის საერთაშორისო აეროპორტის მესამე ტერმინალში აფეთქება მოხდა. როგორც იუწყებიან, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში მოიყვანა ეტლში მჯდომმა მამაკაცმა. თავად ამ კაცის გარდა არავინ დაშავებულა. იუწყებიან, რომ მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სახელმწიფო მედიის ცნობით, ინციდენტის გამო ფრენები არ შეფერხებულა და აეროპორტში წესრიგია. აფეთქების მოწყობის მოტივის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
XS
SM
MD
LG