Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საარჩევნო კანონს


ავღანეთის პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ ხელი მოაწერა ორი საარჩევნო კანონიდან მეორეს, რომელიც მიზნად ისახავს მომავალ წელს დანიშნული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე უთანხმოების თავიდან აცილებას. კანონი, რომელსაც კარზაიმ შაბათს მოაწერა ხელი, არჩევნების კანონიერ ჩარჩოს განსაზღვრავს. მიმდინარე კვირაში კარზაიმ უკვე მოაწერა ხელი პირველ კანონს, რომელიც საარჩევნო კომისიის და სადამკვირვებლო უწყების უფლებამოსილებას ზრდის. ავღანეთს ამ კანონების მიღებისკენ საერთაშორისო პარტნიორები მოუწოდებდნენ, რათა ხელი შეეწყოს 2014 წლის არჩევნებით ხელისუფლების კანონიერ შეცვლას. კარზაი თავის მეორე და ბოლო ვადას ამოწურავს და დატოვებს პრეზიდენტის პოსტს. არჩევნების შემდეგ რამდენიმე თვეში ავღანეთში დასრულდება აშშ-სა და ნატოს საბრძოლო მისია. პრობლემური არჩევნები და უთანხმოების საგნად ქცეული შედეგები ძირს გამოუთხრის ავღანეთის მთავრობის ლეგიტიმურობას - რაც, შესაძლოა, ხელსაყრელი იყოს თალიბანისთვის, ძალაუფლების დაბრუნებისთვის ბრძოლაში.
XS
SM
MD
LG