Accessibility links

ეგვიპტეში ძალადობას სამი ადამიანი შეეწირა


ეგვიპტეში სამი ადამიანი შეეწირა ბოლო შეტაკებებს გადაყენებული პრეზიდენტის, მუჰამედ მურსის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. ქალაქ მანსურაში მომხდარი ამ არეულობის მსხვერპლნი ორი ქალი და ერთი ბიჭი გახდნენ. დაშავდა კიდევ 8 პირი. ძალადობის ფონია ეგვიპტის სხვადასხვა ქალაქში ათასობით მოქალაქის მიერ გამართული საპროტესტო აქციები, ისლამისტი პრეზიდენტის ხელისუფლებაში დაბრუნების მოთხოვნით. აქციებს ატარებენ მურსის ოპონენტებიც. მურსი დაკავებული ჰყავს არმიას, დაკავების ზუსტი ადგილი უცნობია. ბოლო დღეებში დააპატიმრეს მუსლიმთა საძმოს კიდევ რამდენიმე ლიდერი, რაც ზრდის შიშებს, რომ ამ პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი რეპრესიები იწყება. ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს წარმომადგენელი, ნავი პილაი ეგვიპტის ახალ ადმინისტრაციას სთხოვს წარმოადგინოს მათი დაკავების იურიდიული საფუძველი და თქვას, იგეგმება თუ არა დაკავებული პირების სასამართლო პროცესები.
XS
SM
MD
LG