Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მოწინააღმდეგეების აქცია გაიმართა


ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიული პრაიმერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა. როგორც ინტერნეტ-გამოცემა „ნეტგაზეთი“ იუწყება, შალვა დადიანის სახელობის თეატრის წინ შეკრებილმა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დელეგატებს ცოცხები და ბოთლები დაუშინეს. მათი მისამართით შეურაცხმყოფელი ფრაზებიც ისმოდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ისინი აქციის მონაწილეებს ცოცხალი ჯაჭვით აკავებდნენ, ხოლო დელეგატები შენობაში კორდონის მეშვეობით შევიდნენ. სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ჟურნალისტებთან განცხადებით გამოვიდა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი კანდიდატი, დავით ბაქრაძე, რომელმაც განაცხადა, რომ ქვის სროლას მოძრაობა მშვიდობით უპასუხებს.
XS
SM
MD
LG