Accessibility links

logo-print

ისრაელი პალესტინელ პატიმრებს გაანთავისუფლებს


ისრაელმა შაბათს გამოაცხადა, რომ გაანთავისუფლებს პალესტინელი პატიმრების ნაწილს. ეს ინიციატივა ეხმიანება აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს სამი წლის განმავლობაში შეჩერებული სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებას. დაზვერვის და საერთაშორისო საქმეების მინისტრმა, იუვალ შტაინიცმა განაცხადა, ამ ნაბიჯმა შეიძლება მოიცვას პატიმრები, რომლებიც უკვე ათწლეულებია ციხეში არიანო. შტაინიცის თქმით, პატიმრების გამოშვება ეტაპობრივად მოხდება. კერიმ პარასკევს გამოაცხადა, რომ ისრაელელები და პალესტინელები შეთანხმდნენ შეხვედრის გამართვაზე, რომელმაც საფუძველი უნდა დაუდოს პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებას. პირდაპირი მოლაპარაკების ბოლო რაუნდი 2010 წელს შეწყდა, ისრაელის მიერ დასავლეთის სანაპიროზე და აღმოსავლეთ იერუსალიმში დასახლებების მშენებლობის საკითხზე უთანხმოების გამო. შტაინიცის განცხადებით, ისრაელი არ დათანხმებულა სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის პალესტინელების მიერ წარმოყენებულ პირობებს, რომლებიც ამ ორ ადგილას დასახლებების მშენებლობის შეწყვეტასაც მოიცავს.
XS
SM
MD
LG