Accessibility links

logo-print

ზუგდიდში პოლიციამ დააკავა აქციის 12 მონაწილე


შსს-ს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, პოლიციამ დააკავა ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ გამართული აქციის 12 მონაწილე. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „დაკავებულების მიმართ სამართალწარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) მიმდინარეობს“. ზუგდიდში აქცია გაიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიული პრაიმერის დროს. როგორც ინტერნეტ-გამოცემა „ნეტგაზეთი“ იუწყება, შალვა დადიანის სახელობის თეატრის წინ შეკრებილმა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დელეგატებს ცოცხები და ბოთლები დაუშინეს. მათი მისამართით შეურაცხმყოფელი ფრაზებიც ისმოდა. ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს საგანგებო განცხადებით გაემიჯნა „ქართული ოცნება“. „ჩვენს პოლიტიკურ ძალას არანაირი კავშირი არ აქვს აღნიშნულ ფაქტთან და მიაჩნია რომ წინსაარჩევნო პროცესი სამართლიან , თანასწორ და თავისუფალ გარემოში უნდა მიმდინარეობდეს“ - ვკითხულობთ განცხადებაში. ინციდენტს შსს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც გამოეხმაურა. „ნეტგაზეთის“ ცნობაში მოტანილი ციტატის თანახმად, მან განაცხადა „ჩვენ არ დავუშვებთ და ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას. და ყველა ის პიროვნება იქნება სამაგალითოდ და ძალიან მკაცრად დასჯილი კანონის შესაბამისად".
XS
SM
MD
LG