Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის დროებითმა პრეზიდენტმა საკონსტიტუციო კომიტეტი დანიშნა


ეგვიპტის დროებითმა პრეზიდენტმა, ადლი მანსურმა დანიშნა 10 იურისტისგან შემდგარი კომიტეტი, რომელმაც ქვეყნის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები უნდა შეიმუშაოს. ისლამისტების მიერ შედგენილი კონსტიტუცია გაუქმდა მას შემდეგ, რაც ისლამისტი პრეზიდენტი, მუჰამედ მურსი არმიამ 3 ივლისს გადააყენა. კომიტეტი მუშაობას კვირას დაიწყებს და მას 30 დღე ექნება ცვლილებების მოსამზადებლად. ამის შემდეგ ცვლილებებს უფრო ფართომასშტაბიანი კომისია განიხილავს. დასკვნითი ეტაპი იქნება მანსურის მიერ ეროვნული რეფერენდუმის დანიშვნა ახალი კონსტიტუციის საკითხზე. გადაყენებულმა პრეზიდენტმა მურსიმ წინა, კამათის საგნად ქცეული კონსტიტუცია ნოემბერში დაამტკიცა. კონსტიტუციას აკრიტიკებდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და უფლებადამცველები - მათი შეფასებით, კონსტიტუციით იზღუდებოდა გარკვეული უფლებები, ქალების და რელიგიური უმცირესობების უფლებების ჩათვლით.
XS
SM
MD
LG