Accessibility links

logo-print

პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში ქალებს აუკრძალეს საყიდლებზე დამოუკიდებლად სიარული


პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში თემის უხუცესებმა და მაღაზიების მფლობელებმა ქალებს აუკრძალეს ბაზრებში საყიდლებზე სიარული მამაკაცი ნათესავის თანხლების გარეშე. რადიო თავისუფლების პაკისტანური რედაქცია იუწყება, რომ ხიბერ პახტუნხვის პროვინციის კარაკის ოლქის სასულიერო პირებმა მაღაზიების მფლობელებს მოუწოდეს მაღაზიებში და ბაზრებში არ შეუშვან ქალები, თუკი იქ ისინი თანმხლები მამაკაცი ნათესავის გარეშე მივლენ. სასულიერო პირების აზრით, ბაზრებში ქალების დამოუკიდებლად მისვლა ავრცელებს ვულგარულ განცდებს და უარყოფითად მოქმედებს მამაკაცების მარხვაზე რამადანის დროს. უცნობია მოხსნიან თუ არა ამ ახალ შეზღუდვას რამადანის დამთავრების შემდეგ. კარაკის პოლიციის ოფიცერი, ატიყულა ვაზირი ამბობს, რომ პოლიცია არ აპირებს ქალებისთვის დაწესებული აკრძალვის შესრულების უზრუნველყოფას.
XS
SM
MD
LG