Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთში ბავშვების სიკვდილის მიზეზი სასკოლო სადილში პესტიციდი იყო


ინდოეთში ბავშვების სიკვდილის მიზეზი სასკოლო სადილში პესტიციდი იყო
ინდოეთის პოლიციის ცნობით, ექსპერტიზის წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ სკოლაში დარიგებული უფასო სადილი, რომელსაც აღმოსავლეთში მდებარე ბიჰარის რეგიონში 23 ბავშვი ემსხვერპლა, პესტიციდით იყო დაბინძურებული. ბავშვები სამშაბათს გახდნენ ცუდად, მას შემდეგ რას ოსპის, კარტოფილის და ბრინჯისგან სკოლაში დამზადებული კერძი ჭამეს. გავრცელებული ცნობით, ტოქსიკურ პესტიციდ მონოკროტოფოსს, რომელიც ბევრ ქვეყანაში აკრძალულია, შეიცავდა ზეთი, რომელიც კერძის მომზადებისას გამოიყენეს. არის ვარაუდი, რომ კონტეინერი, რომელშიც ზეთი ესხა, უწინ პესტიციდის შესანახად გამოიყენებოდა. ინდოეთის ბევრი რეგიონის მთავრობები არიგებენ უფასო სადილებს ღარიბი ბავშვებისთვის. არასათანადო კვება და გამოფიტვა ინდოეთის ბავშვების ჯანდაცვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG