Accessibility links

logo-print

ნეთანიაჰუ: პალესტინელებთან მოლაპარაკება ისრაელისთვის „სასიცოცხლოდ“ მნიშვნელოვანია


ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ პალესტინელებთან მოლაპარაკების განახლება ისრაელისთვის „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სტრატეგიულ“ საკითხს წარმოადგენს. წერილობით გავრცელებულ განცხადებაში ნეთანიაჰუ ამბობს, ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტის დასრულებაზე მუშაობა „თავისთავადაა მნიშვნელოვანიო“. ნეთანიაჰუს აზრით, პალესტინელებთან კონფლიქტის გადაწყვეტის მიღწევა ისრაელს დაეხმარება იმ გამოწვევების დაძლევაში, რომელსაც მას ირანი და სირია უქმნიან. ეს განცხადება წარმოადგენს ნეთანიაჰუს პირველ რეაქციას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის მიერ პარასკევს გაკეთებულ განცხადებაზე, რომ ისრაელის და პალესტინელების წამომადგენლები შეთანხმდნენ შეხვედრაზე, რომელიც პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკების აღდგენას უნდა დაედოს საფუძვლად. მოლაპარაკება 2010 წლის შემდეგ შეჩერებულია - შეწყვეტა გამოიწვია უთანხმოებამ ისრაელის მიერ დასავლეთის სანაპიროზე და აღმოსავლეთ იერუსალიმში დასახლებების მშენებლობის საკითხზე. შაბათს ისრაელმა გამოაცხადა, რომ გაანთავისუფლებს პალესტინელი პატიმრების მცირე რაოდენობას.
XS
SM
MD
LG