Accessibility links

პაკისტანის მაღალჩინოსანი ქაბულში მოლაპაკებას გამართავს


პაკისტანის მაღალჩინოსანი დღეს ქაბულში გამართავს მოლაპარაკებას, ორ მეზობელ ქვეყანას შორის ურთიერთობაში დაძაბულობის განმუხტვის მიზნით. როგორც იუწყებიან, პაკისტანის პრემიერ-მინისტრის, ნავაზ შარიფის მრჩეველი ეროვნული უშიშროების და საგარეო საქმეების საკითხებში, სართაი აზიზი, პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის შეხვდება. ეს პაკისტანის მაღალჩინოსნის პირველი ვიზიტია ავღანეთში მას შემდეგ, რაც მაისში ჩატარებული არჩევნების შედეგად პაკისტანში ახალი მთავრობა ჩამოყალიბდა. ავღანეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობა ხშირად იძაბება. ავღანეთის წარმომადგენლები ისლამაბადს ბრალს სდებენ თალიბანის ექსტრემისტების მხარდაჭერაში, რომლებსაც ავღანეთის მთავრობის დამხობა სურთ. კავშირები განსაკუთრებით დაიძაბა ივნისში - როცა თალიბანმა ყატარში ოფისი გახსნა, სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის მიზნით. ავღანეთის მთავრობის მხრიდან მწვავე კრიტიკის შემდეგ ოფისი დაიხურა.
XS
SM
MD
LG