Accessibility links

logo-print

იუწყებიან, რომ იაპონიაში ზედა პალატის არჩევნებში გაიმარჯვა მმართველმა ბლოკმა


იაპონიიდან გავრცელებული ეგზიტ-პოლების შედეგების თანახმად, პრემიერ-მინისტრ შინზო აბეს მმართველმა კოალიციამ პარლამენტის ზედა პალატაში მანდატების უმრავლესობა მოიპოვა. კვირას გამართულ კენჭისყრაზე იბრძოდნენ 242-ადგილიანი პარლამენტის ნახევარი მანდატებისთვის. ოფიციალური შედეგები ორშაბათს გახდება ცნობილი. თუ გამარჯვება დადასტურდება, აბეს პარტიას ექვსი წლის განმავლობაში პირველად ექნება პარლამენტის ორივე პალატაზე კონტროლი. როგორც იუწყებიან, ამომრჩევლის აქტივობა დაბალი იყო, თუმცა ანალიტიკოსები შედეგს აღიქვამენ აბეს ეკონომიკური პოლიტიკის მოქალაქეების მხრიდან მოწონების ნიშნად. მას შემდეგ, რაც აბე გასული წლის დეკემბერში მოვიდა ხელისუფლებაში, იაპონიის ეკონომიკა 4 პროცენტით გაიზარდა.
XS
SM
MD
LG