Accessibility links

logo-print

ერაყში აფეთქებებს 40-ზე მეტი ადამიანი შეეწირა


ერაყის ოფიციალური პირების განცხადებით, 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა დანაღმული მანქანების აფეთქების სერიის შედეგად, რომლებმაც მიზანში ბაღდადის შიიტური უბნების კომერციული ადგილები ამოიღეს. ივლისის განმავლობაში ერაყში 500-ზე მეტი ადამიანია მოკლული თავდასხმების შედეგად. მათ შორის 250-მდე პირი დაიღუპა რამადანის მარხვის დაწყების შემდეგ. შიიტებს და სუნიტ უმცირესობას შორის დაძაბულობას იწვევს სუნიტების მხრიდან შიიტების ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობის დადანაშაულება მათი ინტერესების უგულებელყოფაში.
XS
SM
MD
LG