Accessibility links

ეგვიპტეში საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაიწყო


ეგვიპტეში 10 იურისტისა და კონსტიტუციის ექსპერტისგან შემდგარმა საბჭომ დაიწყო მუშაობა საკონსტიტუციო ცვლილებებზე. კონსტიტუცია მას შემდეგ გაუქმდა, რაც არმიამ 3 ივლისს პრეზიდენტი მუჰამედ მურსი გადააყენა. დროებითი პრეზიდენტის, ადლი მანსურის მიერ დანიშნული კომიტეტი შედგება უნივერსიტეტის ოთხი პროფესორის და ექვსი მოსამართლისგან. პირველი შეხვედრა კომიტეტმა ეგვიპტის პარლამენტის შენობაში გამართა. საკონსტიტუციო ცვლილებების შესამუშავებლად კომიტეტს 30 დღე აქვს. შემდეგ ამ ცვლილებებს შეისწავლის 50-კაციანი საბჭო, რომელიც ეგვიპტის საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებისგან იქნება დაკომპლექტებული. ეს საბჭო კონსტიტუციის საბოლოო ვერსიას 60 დღეში წარმოადგენს - შემდეგ კი კონსტიტუციის დასამტკიცებლად ეროვნული რეფერენდუმი გაიმართება. დროებითი პრემიერ-მინისტრი, ჰაზემ ალ-ბებლავი გამოვიდა მოქალაქეებს შორის ძალადობრივი დაპირისპირების დასრულების და ქვეყანაში უსაფრთხოების აღდგენის მოწოდებებით.
XS
SM
MD
LG