Accessibility links

logo-print

ნეთანიაჰუ: სამშვიდობო მოლაპარაკება რთული იქნება


ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ პალესტინელებთან სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესი რთული იქნება. კვირას, მინისტრთა კაბინეტის ყოველკვირეული შეხვედრის დაწყებისას მან თქვა, რომ ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც მიღწეული იქნება, საყოველთაო რეფერენდუმზე უნდა დამტკიცდეს. ამ განცხადებებით ნეთანიაჰუ თითქოს შეეცადა შეემცირებინა მოლოდინი, რომელიც მას შემდეგ შეიქმნა, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ გააკეთა განცხადება სამშვიდობო მოლაპარაკების განახლების შესახებ, ხუთწლიანი პაუზის შემდეგ. კერიმ პარასკევს თქვა, რომ ისრაელის და პალესტინელების წამომადგენლები შეთანხმდნენ შეხვედრაზე, რომელიც პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკების აღდგენას უნდა დაედოს საფუძვლად. მოლაპარაკება 2010 წლის შემდეგ შეჩერებულია - შეწყვეტა გამოიწვია უთანხმოებამ ისრაელის მიერ დასავლეთის სანაპიროზე და აღმოსავლეთ იერუსალიმში დასახლებების მშენებლობის საკითხზე. შაბათს ისრაელმა გამოაცხადა, რომ გაანთავისუფლებს პალესტინელი პატიმრების მცირე რაოდენობას. კვირას უფრო ადრე გავრცელებულ განცხადებაში ნეთანიაჰუს ოფისი წერდა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკების განახლება ისრაელის სტრატეგიულ ინტერესებში შედის.
XS
SM
MD
LG