Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის მაღალჩინოსანი ქაბულში ჩავიდა


პაკისტანის მაღალი რანგის ოფიციალური პირი ქაბულში ჩავიდა ავღანეთის ლიდერებთან მოლაპარაკების გამართვის მიზნით. შეხვედრა ნაწილია ინიციატივებისა, რომლებიც მიზნად ისახავს ორ მეზობელ ქვეყანას შორის დაძაბულობის განმუხტვას. პაკისტანის პრემიერ-მინისტრის, ნავაზ შარიფის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების და საგარეო საქმეების საკითხებში, სართაი აზიზიმ, ქაბულში შეკრებილ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ისლამაბადი ეცდება ხელი შეუწყოს სამშვიდობო მოლაპარაკების გამართვას ქაბულსა და თალიბანს შორის. აზიზმა დასძინა „ჩვენ არც რამის ინიცირებას მოვახდენთ, არც გამოსავალს მოვახვევთ ვინმეს თავზე და არც რაიმე წინადადებით გამოვალთ. ჩვენ მხოლოდ დიალოგს შევუწყობთ ხელსო“. ეს პაკისტანის მაღალჩინოსნის პირველი ვიზიტია ავღანეთში მას შემდეგ, რაც მაისში ჩატარებული არჩევნების შედეგად პაკისტანში ახალი მთავრობა ჩამოყალიბდა. ავღანეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობა ხშირად იძაბება. ავღანეთის წარმომადგენლები ისლამაბადს ბრალს სდებენ თალიბანის ექსტრემისტების მხარდაჭერაში, რომლებსაც ავღანეთის მთავრობის დამხობა სურთ. კავშირები განსაკუთრებით დაიძაბა ივნისში - როცა თალიბანმა ყატარში ოფისი გახსნა, სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის მიზნით. ავღანეთის მთავრობის მხრიდან მწვავე კრიტიკის შემდეგ ოფისი დაიხურა.
XS
SM
MD
LG