Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იორდანიის სასამართლომ არ გაანთავისუფლა რადიკალი სასულიერო პირი


იორდანიის სამხედრო სასამართლომ უარი განაცხადა რადიკალი მუსლიმი სასულიერო პირის, აბუ ყატადას გირაოთი განთავისუფლებაზე. ყატადას, რომლის ბრიტანეთიდან დეპორტაცია ახლახან მოხდა, ტერორისტული საქმიანობის წარმოებაში აქვს ბრალი წაყენებული. აბუ ყატადას ადვოკატმა, ტაისერ თიაბმა დაადასტურა ცნობა, რომ სასამართლომ გირაო უარყო და განაცხადა, რომ შემდეგ ნაბიჯს თავის კლიენტთან ერთად მოიფიქრებს. 53 წლის სასულიერო პირი დაუსწრებლად სცნეს დამნაშავედ შეთქმულებებში მონაწილეობაში, რომლებიც მიზნად ისახავდა ტერორისტული აქტების მოწყობას ისრაელელების, ამერიკელების და იორდანიაში მყოფი სხვა უცხოელების წინააღმდეგ. საუბარია ორ არშემდგარ ტერაქტზე, რომლებიც 1999 და 2000 წლებში დაიგეგმა. თუმცა ახლა მას კიდევ ერთხელ ასამართლებენ. სასამართლოს წინაშე პირველად გამოცხადებისას, 7 ივლისს, მას ბრალად წაუყენეს „ტერორისტულ აქტების მოწყობისთვის შეთქმულებაში მონაწილეობა“. ყატადა თავს უდანაშაულოდ აცხადებს. ყატადა ამჟამად იმყოფება დედაქალაქ ამანის შემოგარენში არსებულ, მაქსიმალური უსაფრთხოების საპატიმროში.
XS
SM
MD
LG