Accessibility links

logo-print

დევიდ კამერონი: „სირია არასწორი მიმართულებით მიდის“


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ სირიის კონფლიქტი არასწორი მიმართულებით მიდის. „ბი-ბი-სის-თვის“ მიცემულ ინტერვიუში კამერონმა ასევე გამოთქვა აზრი, რომ ბაშარ ასადის რეჟიმი შეიძლება გაძლიერდეს და მოწოდებით გამოვიდა, მხარდაჭერა გაეწიოს ზომიერ ოპოზიციურ ძალებს. მისივე თქმით, სამოქაოლაქო ომის ვითარება დღეს, სირიაში „ჩიხს“ წარმოადგენს. ბრიტანეთის არმიის მეთაურები თვლიან, რომ იარაღის მიწოდება ოპოზიციის რაზმებისთვის სარისკოა. კამერონმა თქვა, რომ მის მთავრობას არ გადაუწყვეტია, შეაიარაღოს ისინი თუ არა. მისივე თქმით, ზედმეტად ძლიერია ექსტრემიზმი ოპოზიციის რიგებში, მაგრამ დასძინა, რომ მეტი დახმარება ესაჭიროებათ დემოკრატიის მოსურნეთ. სირიის მთავრობის ჯარმა ბოლო თვეებში წარმატებას მიაღწია მეამბოხეთა რაზმებთან ბრძოლაში, ლიბანის რადიკალური ჰიზბოლას მოძრაობის მხარდაჭერით.
XS
SM
MD
LG