Accessibility links

სინაის ნახევარკუნძულზე ორი სამხედრო და ერთი პოლიციელი დახოცეს


ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე, შეიარაღებული თავდასხმების შედეგად დახოცეს ორი სამხედრო და ერთი პოლიციელი. უშიშროების სამსახურის წყარო იტყობინება, რომ ინციდენტები მოხდა ქალაქ ელ-არიშში. ერთი მოკლული სამხედრო სამთავრობო შენობას იცავდა, მეორე - რადიოსადგურთან დახვრიტეს. პოლიციის შენობას უცნობი პირები დაესხნენ თავს. ადრე გავრცელდა ცნობა ავტოკატასტროფაში 17 ეგვიპტელი სამხედროს დაღუპვის შესახებ. ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეტაკების დროს დაშავდა 30-ზე მეტი ჯარისკაცი.
XS
SM
MD
LG