Accessibility links

logo-print

არასაპარლამენტო პარტიები განაგრძობენ დაფინანსებისთვის ბრძოლას


საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხებზე დღეს 12 არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან იმსჯელებს. საუბრის ძირითადი თემა კი პარტიების დაფინანსება იქნება. არასაპარლამენტო ოპოზიციის მმართველ კოალიციასთან დავის საგანი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში“ დაგეგმილი ცვლილებებია. ბიუჯეტიდან დაფინანსების გაზრდის საკითხზე ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმატში პარტიებმა გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა მოგვიანებით შეთანხმება ჩაიშალა და „ქართულმა ოცნებამ“ დაფინანსების საკითხი თვითმმართველობის არჩევნებისთვის გადადო.
XS
SM
MD
LG