Accessibility links

logo-print

ავღანეთის პარლამენტმა შინაგან საქმეთა მინისტრი გადააყენა


ავღანეთის 250 კაციანმა პარლამენტმა ორშაბათს კენჭი უყარა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის გულამ მუტაბა პატანგის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს. გადაწყვეტილებას მხარი უმრავლესობამ, 136 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ავღანელი კანონმდებლების ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესება და კორუფციის ზრდა თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს კედლებში. ამასთან მუტაბა პატანგმა უარი თქვა გამოცხადებულიყო ავღანეთის პარლამენტში მიმდინარე მოსმენებზე. ავღანეთის პარლამენტის თავმჯდომარემ აბდულ რაუფ იბრაჰიმიმ მოუწოდა პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის შეარჩიოს სხვა კანდიდატი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე. მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებისა და იმავე წელს ქვეყნის ტერიტორიიდან ნატოს სარდლობით მოქმედი კოალიციური ძალების გასვლის ფონზე, უცნობია, დააკმაყოფილებს თუ არა კანონმდებელთა თხოვნას კარზაი, რომლის ადმინისტრაციაც ქვეყანაში უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესებას ცდილობს. ახლო წარსულში, კარზაი ახერხებდა შეენარჩუნებინა პოსტებზე მინისტრთა კაბინეტის ის წევრები, რომელთა გადაყენებასაც პარლამენტმა უყარა კენჭი.
XS
SM
MD
LG