Accessibility links

logo-print

კეიტი, პრინც უილიამის ცოლი სამშობიაროში გადაიყვანეს


კეიტი, ბრიტანეთის პრინც უილიამის ცოლი სამშობიაროდ ლონდონის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სამეფო კარის წარმომადგენელთა ინფორმაციით, კეიტი, რომელიც კემბრიჯის ჰერცოგინიას ტიტულს ატარებს, მოათავსეს სანტ მერის ჰოსპიტალში, სადაც თავის დროზე პრინცესა დაიანამ უილიამი და მისი უმცროსი ძმა, პრინცი ჰარი შვა. ახალშობილი პირველი შვილი იქნება უილიამისა და კეიტისთვის, რომლებმაც 2011 წლის აპრილში იქორწინეს. ოფიციალური ინფორმაციით კეიტი ჰოსპიტალში მანქანით, პრინც უილიამის თანხლებით გადაიყვანეს. სამეფო წყვილმა არ იცის ბავშვის სქესი. ახალშობილი ტახტის მესამე მემკვიდრე იქნება მისი ბაბუის პრინც ჩარლზისა და მამის, პრინც უილიამის შემდეგ. ბრიტანეთის მონარქი არის ბრიტანეთის და ასევე 15 ქვეყნის, მათ შორის კანადისა და ავსტრალიის სახელმწიფოს მეთაური.
XS
SM
MD
LG