Accessibility links

logo-print

ევროკავშირმა ჰიზბოლა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა


ლიბანის შიიტური დაჯგუფების გასამხედროებული ფრთა, ჰიზბოლა ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანეს. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორშაბათს ბრიუსელში მიიღეს. ევროკავშირის 28-ვე წევრი ქვეყნის თანხმობით მიღებული გადაწყვეტილებით, ჰიზბოლაზე ევროკავშირის სანქციები გავრცელდება. ჰიზბოლა, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს ირანთან, დაკავშირებულია ბულგარეთში გასულ წელს მომხდარ ტერაქტთან, რომლის დროსაც ხუთი ისრაელი ტურისტი დაიღუპა. ამჯერად ჰიზბოლას მებრძოლები სირიაში მიმდინარე კონფლიქტში პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მხარეზე იბრძვიან.
XS
SM
MD
LG