Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიის საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში მოელიან


ბელორუსიის საგარეო საქმეთა მინისტრი ორშაბათს ევროკავშირის შტაბ-ბინას ესტუმრება. ეს არის პირველი შემთხვევა მას შემდეგ, რაც ბელორუსიის ხელისუფლების წევრებზე გავრცელდა ევროკავშირის სანქციები, ქვეყანაში 2010 წლის დეკემბერში ჩატარებული სადავო საპრეზიდენტო არჩევნების დღეს გამართული საპროტესტო აქციის დაშლისა და ოპოზიციის ლიდერებისა და აქტივისტების მასობრივი დაპატიმრების გამო. შავ სიაში აღმოჩნდა ქვეყნის ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ მაკეი, რომელიც იმხანად პრეზიდენტ ლუკაშენკოს მრჩევლად მუშაობდა. ბელორუსი მინისტრი აპირებს დაესწროს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის შეხვედრას, რომელიც კავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი კეტრინ ეშტონისა და გაფართოების საკითხების კომისრის შტეფან ფიულეს ინიციატივით იმართება.
XS
SM
MD
LG