Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების მინისტრები შეიკრიბნენ


ბრიუსელი მასპინძლობს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით მეოთხე მინისტერიალს, რომელსაც თავმჯდომარეობს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კეტრინ ეშტონი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ: ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულე, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამაში ჩართული ექვსივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და მაღალი რანგის სხვა ოფიციალური პირები. როგორც ბრუსელში მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, საქართველოს დელეგაცია ყურადღებას გაამახვილებს ქვეყნის მიღწევებზე და იმ გარემოებაზე, რომ ბოლო 9 თვის განმალობაში მოხერხდა ასოცირების შეთანხმების და მისი შემადგენელი ნაწილის - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეასხებ შეთანხმების ტექსტზე მუშაობის დასრულება. ”ჩვენ გვაქვს სიგნალი იმის თაობაზე, რომ ასოცირების შეთანხმების პარაფირებას წინ არაფერი არ უნდა დაუდგეს ვილნიუსის სამიტამდე. არ მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვალოს”, - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.
XS
SM
MD
LG