Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ფანჯიკიძე: „ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას წინ ვერაფერი აღუდგება“


საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ბრიუსელში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის შეხვედრაშიღებულობს მონაწილეობას, დარწმუნებულია, რომ ვილნიუსის სამიტზე საქართველოსა და ევროკავშირის შორის ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება აუცილებლად მოხდება. „ბრიუსელში იქნება საუბარი იმაზე, თუ რა პერსპექტივა აქვს თითოეულ ქვეყანას ვილნიუსის სამიტის მოლოდინში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ყოველმხრივ ძალიან დადებითი შეხვედრა და ვილნიუსის სამიტზე ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას წინ ვერაფერი აღუდგება“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. ბრიუსელში დღეს საღამოს იწყება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის შეხვედრა, რომელიც კავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი კეტრინ ეშტონისა და გაფართოების საკითხების კომისრის შტეფან ფიულეს ინიციატივით იმართება.
XS
SM
MD
LG