Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი ბრაზილიას ესტუმრა


რომის პაპი, ფრანცისკე ბრაზილიაში ჩავიდა თავის პირველ ვიზიტად ვატიკანის გარეთ. ბრაზილიის ხელისუფლებმა უსაფრთხოების საგანგებო ზომები მიიღეს, ათასობით პოლიციელი, სამხედრო თვითმფრინავები და ხომალდები იცავენ პონტიფიკატის უსაფრთხოებას მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვან ქვეყანაში კათოლიკეთა რიცხვის მიხედვით. ფრანცისკე კათოლიკე ახალგაზრდობის მსოფლიო დღის ფარგლებში, 22-დან 29 ივლისამდე საზეიმო ცერემონიებს გამართავს. არგენტინელი ფრანცისკე პირველი კათოლიკე პაპია სამხრეთ ამერიკიდან.
XS
SM
MD
LG