Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაიროში შეტაკებებს ორი ადამიანი ემსხვერპლა


ეგვიპტის დედაქალაქში, ჩამოგდებული პრეზიდენტის, მოჰამედ მურსის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შეტაკების შედეგად დაიხოცა ორი ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი 16-ია, იტყობინება სახელმწიფო მედია. ხელისუფლების მონაცემებით, შეტაკება ტაჰრირის მოედანზე მოახდა, სადაც დაპირისპირებული ჯგუფები ერთმანეთს ესროდნენ ქვებს და აალებად სითხიან ბოთლებს, საფანტის თოფებს. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი იხმარა მათ დასაშლელად. უფრო ადრე გავრცელდა ცნობა, რომ ჩამოგდებული პრეზიდენტის, მურსის ოჯახი აპირებს არმიის წინააღმდეგ იურიდიული ნაბიჯები გადადგას. მურსის ადგილსამყოფელი უცნობია. დროებითი მთავრობა აცხადებს, რომ ამ ცნობას საიდუმლოდ მურსის უსაფრთხოების მიზნით ინახავენ. მურსი 3 ივლისს გადააყენა არმიამ სახალხო ამბოხების შემდეგ.
XS
SM
MD
LG