Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჰიზბოლა" გმობს და უსამართლოს უწოდებს ევროკავშირის გადაწყვეტილებას


ლიბანის შიიტურმა ორგანიზაცია - „ჰიზბოლამ“ „აგრესიული და უსამართლო“ უწოდა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ამ ორგანიზაციის სამხედრო ფრთის ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანის შესახებ. „ჰიზბოლას“ წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება აშშ-ისა და ისრაელის ზეწოლის შედეგია. თეთრი სახლი მიესალმა ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რადგან ეს არის „მკაფიო გზავნილი“, რომ ევროკავშირი მკაცრად გმობს „ჰიზბოლას“ „ტერორისტულ ქმედებებს“. ჰიზბოლა, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს ირანთან, დაკავშირებულია ბულგარეთში გასულ წელს მომხდარ ტერაქტთან, რომლის დროსაც ხუთი ისრაელი ტურისტი დაიღუპა. ამჯერად ჰიზბოლას მებრძოლები სირიაში მიმდინარე კონფლიქტში პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მხარეზე იბრძვიან.
XS
SM
MD
LG