Accessibility links

logo-print

ავღანეთში ნატოს სამი ჯარისკაცი დაიღუპა


თვითმკვლელმა ტერორისტმა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით ვირზე იჯდა, ნატოს ჯარისკაცები და მათი ავღანელი თარჯიმანი დახოცა. ვარდაკის პროვინციის ოფიციალურმა წარმომადგენლელმა ათაულა ხოგიანიმ რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს უთხრა, რომ ნატოსა და ავღანეთის არმიის სამხედრო პატრულზე თავდასხმა სამშაბათ დილით, საიდ აბადის რაიონში მოხდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მომხდარისთანავე არავის აუღია. ჯარისკაცების დახოცვის ფაქტი ნატოს სარდლობასაც დაადასტურა, თუმცა, არ დაუზუსტებია მსხვერპლის ვინაობა. აღმოსავლეთ ავღანეთში მყოფი ნატოს ჯარების უმრავლესობა ამერიკელი სამხედროები არიან. მიმდინარე წლის განმავლობაში ნატომ ავღანეთში ასი ჯარისკაცი დაკარგა.
XS
SM
MD
LG