Accessibility links

logo-print

ამერიკელი გენერალი სირიაში სამხედრო ინტერვენციის შესაძლებლობასა და რისკებზე საუბრობს


აშშ-ის არმიის სამხედრო ხელმძღვანელმა კონგრესს სირიაში სამხედრო ინტერვენციის შესაძლებლობებსა და მოსალოდნელ რისკებზე წერილობით მოახსენა. წერილში, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდა, აშშ-ის არმიის გაერთიანებული შტაბის მეთაური გენერალი მარტინ დემპსი სამხედრო ოპერაციის ხუთ სცენარს გამოყოფ. იგულისხმება ოპოზიციის უზრუნველყოფა სადაზვერვო ინფორმაციითა და არასასიკვდილო შეიარაღებით, შეზღუდული იერიშების წარმოება ქვეყნის გარედან, ფრენისათვის აკრძალული ზონისა და ბუფერული ზონის შექმნა და ისეთი შეტევითი ოპერაციის ჩატარება, რაც გააუვნებელყოფდა სირიის რეჟიმის ხელთ არსებულ ქიმიური იარაღს. სენატის სამხედრო ძალების კომიტეტის თავმჯდომარის კარლ ლევინის სახელზე გაგზავნილ წერილში გენერალი მარტინ დემპსი იმ რისკებზეც საუბრობს, როგორიცაა საპასუხო ქმედებები ბაშარ ალ ასადის რეჟიმის მხრიდან და რადიკალური ისლამისტური ძალების გაძლიერება. ამასთან დემპსი მიუთითებს, რომ სირიაში სამხედრო ინტერვენციის განხორციელებას „პოლიტიკური გადაწყვეტილება“ სჭირდება. აშშ-ის მთავრობამ გასულ თვეში განაცხადა, რომ სამხედრო დახმარებას აღმოუჩენს სირიელ მეამბოხეებს.
XS
SM
MD
LG