Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს დელეგაცია კონდოლიზა რაისს შეხვდა


პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, პარლამენტის წევრი თინათინ ხიდაშელი და საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძე აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს, კონდოლიზა რაისს შეხვდნენ. როგორც საქართველოს პარლამენტის ოფიციალური ვებსაიტი იტყობინება, 22 ივლისს შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბევრ საინტერესო საკითხს, რაც საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს და ქვეყნის სამომავლო განვითარებას ეხება. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოს საერთაშორისო გამოწვევებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსა და საქართველოს მონაწილეობაზე საერთაშორისო მისიებში. იმავე წყაროს ცნობით, კონდოლიზა რაისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის არის და რჩება საქართველოს მეგობრად. შეხვედრის დროს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ქართულ მხარეს აღუთქვა დახმარება სხვადასხვა საკითხში და შესთავაზა საკუთარი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება.
XS
SM
MD
LG