Accessibility links

logo-print

ბრიტანეთში სამეფო წყვილის პირველი ვაჟიშვილის გამოჩენას ელოდებიან


ბრიტანეთში პრინც უილიამისა და მისი ცოლის, კეიტის პირველი ვაჟიშვილის გამოჩენას ელოდებიან. კენსინგტონის სასახლის ოფიციალური პირების ცნობით, ახალშობილი ორშაბათს ლონდონის დროით 16.24 საათზე გაჩნდა და 3.8 კილოგრამს იწონის. მშობიარობის შემდეგ დედა-შვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მოელიან, რომ კეიტი ახალშობილთან ერთად სამშაბათს დატოვებს სამშობიაროს. „ამაზე დიდი ბედნიერება ჩვენთვის წარმოუდგენელია“- განაცხადა შვილის დაბადების შემდეგ პრინცმა უილიამმა. სამეფო წყვილის პირველი შვილის დაბადებას „ბრიტანეთის სახელმწიფო ცხოვრებაში მნიშნელოვანი მომენტი უწოდა“ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა. "სასიხარულო მოვლენის" გამო ბრიტანელ ხალხს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამაც მიულოცა.
XS
SM
MD
LG