Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალ ყაიდამ იკისრა პასუხისმგებლობა ერაყში ციხეებზე განხორციელებულ თავდასხმებზე


ალ ყაიდამ აიღო პასუხისმგებლობა ერაყის ციხეებზე ორშაბათს განხორციელებულ კოოორდინირებულ თავდასხმებზე, რომლის დროსაც ასობით პატიმარმა მოახერხა გაქცევა. იუწყებოდნენ, რომ გაქცეულთა შორის ექსტრემისტული დაჯგუფების რამდენიმე ლიდერიცაა. იერიშები ბაღდადთან ახლომდებარე ტაჯის და აბუ ღრაიბის ციხეებზე კვირა ღამით დაიწყო და ორშაბათს დილამდე გრძელდებოდა. ინტერნეტით გავრცელებულ განცხადებას, თავდასხმების ორგანიზების შესახებ, ხელს აწერს სირიასა და ერაყში აღმოცენებული ალ ყაიდის დაჯგუფება "ერაყის და ლევანტის ისლამური სახელმწიფო". ოფიციალური ინფორმაციით, ორივე ციხიდან გაქცეული პატიმრების საერთო რაოდენობა 500-დან 1000-ს კაცს შორის მერყეობს. თავდასხმის შედეგად ოფიციალური ინფორმაციით ერაყის უშიშროების ძალების 25 წევრი დაიხოცა. ციხეების დამცველებმა სულ მცირე ექვსი თავდამსხმელი მოკლეს.
XS
SM
MD
LG