Accessibility links

logo-print

ერაყში თალიბანმა იკისრა ციხეებზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა


ერაყში ალ-ყაიდამ იკისრა პასუხისმგებლობა კოორდინირებულ იერიშებზე, რომლებიც ორ ციხეზე მიიტანეს და რომელთა შედეგად ასობით პატიმარი გაიქცა - მათ შორის, როგორც იუწყებიან, თალიბანის მაღალი რანგის ლიდერები. სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში ალ-ყაიდის ერაყსა და სირიაში მოქმედი, გაერთიანებული ფრაქციები წერენ, რომ თავდასხმები მათ განახორციელეს, რამდენიმე თვის განმავლობაში მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების შემდეგ. ბაღდადიდან ჩრდილოეთით მდებარე ტაჯის ციხეზე და ბაღდადიდან აღმოსავლეთით მდებარე აბუ-ღრაიბზე კვირას ღამე მიიტანეს იერიშები, რომლებიც რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. თავდასხმებში გამოიყენეს თვითმკვლელი მოიერიშეები, ყუმბარები და ცეცხლსასროლი იარაღი. დაიღუპა ერაყის უსაფრთხოების ძალების სულ მცირე 25 თანამშრომელი. ოფიციალური პირების ცნობით, ციხეებიდან საერთო ჯამში გაიქცა სულ მცირე 500 პატიმარი.
XS
SM
MD
LG