Accessibility links

logo-print

იუწყებიან, რომ გაეროს სირიაში ქიმიური იარაღით 13 შეტევაზე აქვს ინფორმაცია


გაეროს მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ორგანიზაციას მიღებული აქვს ინფორმაცია სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებით განხორციელებულ 13 იერიშზე. ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში გაეროს წარმომადგენელმა, რობერტ სერიმ უშიშროების საბჭოს მოახსენა, გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი-მუნი კვლავაც „ძალიან შეშფოთებულია“ ცნობებით, რომ ამ 28 თვის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტში ქიმიური იარაღი გამოიყენესო. სერის განცხადებების პარალელურად ბეირუთში ჩავიდნენ გაეროს ქიმიური იარაღის გამოძიების განყოფილების ხელმძღვანელი, აკი სელსტრომი და გაეროს განიარაღების უწყების ხელმძღვანელი, ანგელა კეინი. ისინი დამასკში გამართავენ შეხვედრებს და სირიის ოფიციალურ პირებს სთხოვენ დაუშვან იმ ადგილებში, სადაც, გავრცელებული ცნობებით, გამოყენებული იყო ქიმიური იარაღი. დამასკი კვლავ აცხადებს, რომ გაეროს გამომძიებლებს მხოლოდ ქალაქ ხან ალ-ასალში შეეძლებათ ჩასვლა - სადაც, მთავრობის განცხადებით, ქიმიური იარაღი მის წინააღმდეგ მებრძოლმა მეამბოხეებმა გამოიყენეს მარტში.
XS
SM
MD
LG