Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს ბათუმში მომხდარ მკვლელობაზე განცხადებას ავრცელებს


შსს-ს ვებსაიტზე გამოქვეყნდა განცხადება, რომლითაც სამინისტრო ბათუმში 16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. განცხადების თანახმად, „დანაშაულის სავარაუდო ჩამდენმა პირმა გუშინ საღამოს 7 – 7.30 საათზე ახალი ბულვარის ბოლოდან დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით გააჩერა მუქი ფერის ტაქსი და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა“. სამინისტროს განცხადებაში ძებნილი პირის აღწერილობაცაა მოტანილი - 40-45 წლის, სიმაღლე 180-185 სმ, საშუალოზე ოდნავ სუსტი, საშუალო სიგრძის შავი სწორი თმები. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პირი „საუბრობს დამტვრეული ქართულით, ხშირად მუნჯის იმიტაციას აკეთებს“. შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნული ტაქსის მძღოლს მოუწოდებს დაუყონებლივ გაუწიოს დახმარება გამოძიებას და გამოცხადდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარ სამმართველოში. 16 წლის მარიამ კოჩალიძე ბათუმის ახალ ბულვარში ყელგამოჭრილი იპოვეს. დაკარგულია გარდაცვლილის კუთვნილი ნივთები და როგორც ოჯახის ახლობლები ვარაუდობენ, მკვლელობა შესაძლოა ძარცვის მიზნით არის ჩადენილი.
XS
SM
MD
LG