Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრინცმა უილიამმა, მისმა მეუღლემ და ახალშობილმა სამშობიარო დატოვეს


ბრიტანეთის პრინცმა უილიამმა, მისმა მეუღლემ, კემბრიჯის ჰერცოგინია კეიტმა და მათმა ახალშობილმა ვაჟმა სამშობიარო დატოვეს. ბავშვი, რომელიც წყვილისთვის პირველი შვილია, უილიამმა და კეიტმა ლონდონში სამშობიაროს წინ შეკრებილ ჟურნალისტებსაც წარუდგინეს. წყვილის განცხადებით, ბავშვისთვის სახელი ჯერ საბოლოოდ არ გადაუწყვეტიათ. პატარა ორშაბათს, ლონდონის დროით 16.24 საათზე გაჩნდა და 3.8 კილოგრამს იწონის.სამეფო წყვილის პირველი შვილის დაბადებას „ბრიტანეთის სახელმწიფო ცხოვრებაში მნიშნელოვანი მომენტი უწოდა“ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა. "სასიხარულო მოვლენის" გამო ბრიტანელ ხალხს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამაც მიულოცა.
XS
SM
MD
LG